კომპანია VIP CARS -ში საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი პასპორტისა და მართვის მოწმობის წარდგენის საფუძველზე, ავტომობილის მიღება შეუძლია ყველას უმოკლეს ვადაში, ვინც აკმაყოფილებს ასაკობრივ და მართვის სტაჟის მოთხოვნილებებს. VIP CARS -ში ავტომობილების დაქირავება ხორციელდება საიტზე მითითებული ტარიფების შასაბამისად, ტარიფში შედის ავტომობილის სრული სადაზღვევო მომსახურეობა. |
➤ VIP CARS გადასცემს დამქირავებელს ტექნიკურად გამართულ და უფლებრივად უნაკლო ავტომობილს. |
➤ ავტომობილის გადაცემის და ჩაბარების დროს მხარეები ახდენენ ავტომობილის პირველად დათვალიერებას და ყველა არსებული დაზიანება შედის აქტში, რომელსაც ორივე მხარე ადასტურებს ხელმოწერით. ავტომობილის დაბრუნების შემდეგ ხდება ხელმეორედ დათვალიერება, ფიქსირდება ყველა დაზიანება და კეთდება ავტომობილის გაცემამდე შევსებულ აქტთან შედარება. |
➤ დამქირავებელს ავტომობილი გადაეცემა მხარეთა მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთანავე. |
➤ ავტომობილის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, VIP CARS უზრუნველყოფს უმოკლეს ვადაში სხვა ავტომობილით ჩანაცვლებას. |
➤ ავტომობილის მიღება და დაბრუნება შესაძლებელია ქალაქ თბილისში სასურველ ლოკაციაზე ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე. |
➤ ავტომობილის მიღება და დაბრუნება შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ლოკაციაზე(დამატებითი გადასახადი განისაზღვრება ინდივიდუალურად). |
➤ სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ავტომობილის დაქირავება მძღოლთან ერთად (დამატებითი საფასურის სანაცვლოდ). |
➤ მძღოლი რომელიც მართავს ავტომობილს უნდა იყოს არანაკლებ 25 წლისა, ავტომობილის მართვის 2 წლიანი გამოცდილებით. |
➤ დამქირავებელი ვალდებულია სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს საპატრულო პოლიციას და VIP CARS-ის წარმომადგენელს. |
➤ ავტო-საგზაო შემთხვევისას თუ დამქირავებელი ალკოჰოლის ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება, ავტომობილისთვის მიყენებული ზარალის და ასევე, მესამე პირების მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურება ხდება დამქირავებლის მიერ. |
➤ ანგარიშსწორება ხდება როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშისწორების ფორმით. |
➤ ავტომობილის დაჯავშნის დროს მქირავებელი იხდის მომსახურეობის ღირებულების 10%, რომელიც რჩება დეპოზიტზე და ავტომობილის ჩაბარების შემდგომ უბრუნდება დამქირავებელს. |
➤ ავტომობილს გააჩნია დაზღვევის სრული პაკეტი 100 აშშ დოლარის ფრანჩიზით, ავტომობილის დაზიანება თუ მოხდა დამქირავებლის ბრალეულობით, რომელიც იქნება ასახული საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილ ოქმში, დამქირავებელი იხდის ფრანჩიზით გათვალისწინებულ 100 აშშ დოლარს. მესამე პირის ბრალეულობის შემთხვევაში დამქირავებელი სრულად თავისუფლდება ყოველგვარი ზარალის ანაზღაურებისგან. |
➤ კლიენტი ვალდებულია აანაზღაუროს ყველა საჯარიმო თანხა, რომელიც დამქირავებლის მიერ ავტომობილით სარგებლობის და მართვის პერიოდში იქნება გამოწვეული (საგზაო ჯარიმა, პარკირების ჯარიმა და ა.შ). |
➤ ავტომიბილის დაქირავებისას კლიენტს გადაეცემა განსაზღვრული რაოდენობის საწვავი, ავტომობილი დაბრუნებულ უნდა იქნას საწვავის იმ რაოდენობით, რაც გაცემისას იყო. |
➤ დამქირავებელს უფლება არ აქვს ავტომანქანა სამართავად გადასცეს მესამე პირ(ებ)ს, წინააღმდეგ შემთხვევაში დამქირავებელმა სრულად უნდა აუნაზღაუროს კომპანიას ასეთი მოქმედებით მიყენებული ზიანი. |