დაზღვეულია თუ არა თქვენი ავტომობილები?
ყველა ავტომობილს აქვს დაზღვევის სრული პაკეტი და მუდმივად უტარდებათ ტექ-დათვალიერება.
გაქვთ თუ არა კილომეტრაჟის კონტროლი?
არ გვაქვს. მომხმარებელი ჩვენთან არ იხდის გავლილი კილომეტრების საფასურს.
რა ასაკის ადამიანს შეუძლია ავტომობილის დაქირავება?
აუცილებელი პირობაა, მძღოლი რომელიც მართავს ავტომობილს იყოს არანაკლებ 25 წლისა, ავტომობილის მართვის 2 წლიანი გამოცდილებით.
შესაძლებელია თუ არა ავტომობილით მოგზაურობა შინაურ ცხოველთან ერთად?
დიახ, შესაძლებელია.
რა ფორმით ხდება ავტომობილის ქირის საფასურის გადახდა?
გადახდა შესაძლებელია როგორც ნაღდი ასევე უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
როგორ და როდის ხდება ავტომობილის ქირის საფასურის გადახდა?
ავტომობილის დაჯავშნის დროს მქირავებელი იხდის მომსახურეობის ღირებულების 10%. დანარჩენილი თანხის გადახდა ხდება ქირავნობის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე.
არის თუ არა შესაძლებელი ავტომობილის სასურველ ლოკაციაზე გადაცემა ჩაბარება
დიახ. ჩვენ უზრუნველვყოფთ თბილისში თქვენთვის სასურველ ლოკაციაზე ავტომობილის უფასო ჩაბარება დაბრუნებას.
არის თუ არა შესაძლებელი ავტომობილის ჩაბარება და დაბრუნება მოხდეს საქართველოს სხვადასხვა ქალაში კლიენტის სურვილისამებრ?
დიახ, შესაძლებელია. მსგავსი ტიპის მომსახურეობის საფასური განისაზღვრება ინდივიდუალურად.
ავტომობილის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, უზრუნველყოფთ თუ არა ავტომობილის ჩანაცვლებას სხვა ავტომობილით?
ავტომობილის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, კომპანია უზრუნველყოფს უმოკლეს ვადაში სხვა ავტომობილით ჩანაცვლებას.
გაქვთ თუ არა ავტომობილის მძღოლთან ერთად მომსახურეობა?
დიახ, სურვილის შემთხვევაში VIP CARS გაგიწევთ ავტომობილის მძღოლით მომსახურეობას (დამატებითი საფასურის სანაცვლოდ).